51-ე სკოლა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

51-ე სკოლა, რომლის 2 მოსწავლე ხორავას ქუჩაზე სისხლიან გარჩევას ემსხვერპლა, მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„თბილისის 51-ე საჯარო სკოლა თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და მათთან ერთად ჭირისუფალია ამ დიდი ტრაგედიისა. მიუხედავად იმისა, რომ თითოული მოსწავლე და პედაგოგი ღრმად დამწუხრებულია, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან. ჩვენი დიდი ინტერესია, სწორად და სამართლიანად წარიმართოს პროცესები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ოჯახებს, თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის 51-ე საჯარო სკოლის 2 მოსწავლე ცივი იარაღით 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – 2 დეკემბერს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე 1 მოზარდი მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სახელმწიფოს შშმ პირთა უფლებების დაცვისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასიღნაღში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს