500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასურელი ბავშვები იშვილოს

500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასურელი ბავშვები იშვილოს, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძისა და საქართველოში მცხოვრები ასურელების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
“ისინი ჩვენი ხელისუფლებიდან ელიან კონკრეტულ განცხადებას, რომ საქართველო მზადაა, რაღაც ნაწილი, თუნდაც ბავშვების, მიიღოს, რასაც მოჰყვება უკვე სხვა ქმედებები, რადგან სასულიერო პირთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ 500-მდე ქართულმა ოჯახმა მიმართა მათ მზადყოფნით, იშვილონ ეს ბავშვები”, – აღნიშნა გელა დუმბაძემ.
მამა სერაფიმემ, რომელიც წარმოშობით ასურელია, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხარისგან ასურელების დახმარების პირობა მიიღო. “რა თქმა უნდა, ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ამ თემაზე იმუშაონ, გაარღმავონ და თუნდაც მოგვეცეს საშაულება, რომ ჩამოვიყვანოთ ეს დევნილი ხალხი”, – განაცხადა მამა სერაფიმემ.
შეხვედრაზე სპეციალური კომიტეტის შექმნის ინიციატივაც განიხილეს, რომელიც სირიიდან და ერაყიდან ლტოლვილების პრობლემებს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში ავსტრიელი ტურისტები დაიღუპნენ
შემდეგი სტატიავისურვებდი, რომ სპეცრაზმელის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი იყოს- ზაქარია ქუცნაშვილი