500 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებული პატარა ფოთში აკაკი ხურცილავა დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში, აკაკი ხურცილავას დაკავების შესახებ ,,თაიმერმა” ექსკლუზიური ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა.

ხურცილავას სოფელ პატარა ფოთის ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითურქმენეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილი ხვალ უმასპინძლებს
შემდეგი სტატია„თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“