500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ტაივანში აკვაპარკში ხანძრისას

500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ტაივანში აკვაპარკში ხანძრისას500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ჭრილობა და დაშავდა ტაივანის გასართობ პარკში მომხდარი აფეთქებისას. კუნძულის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით თითქმის 200 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.

აფეთქება გუშინ გვიან ღამით მოხდა, როცა დღესასწაულის ორგანიზატორებმა ჰაერში ფერადი ფხვნილი გაისროლეს.
დაუდგენელი მიზეზებით ფხვნილს ცეცხლი მოეკიდა და აფეთქდა, რომლის შემდეგაც ალი ასობით ადამიანს წაეკიდა.
ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ფხვნილის აალება ჰაერის ტემპერატურამ გამოიწვია.
დაშავებულებმა კანის ძლიერი დამწვრობა მიიღეს.
მედიის თქმით, დაზარალებულთაგან თითქმის ყველა ტაივანის მოქალაქეა, მხოლოდ 4 არის ჩინელი ტურისტი.

https://youtu.be/DsEKi7I2rH4

banner
წინა სტატიაშიტუნისში ტერორის წინააღმდეგ მარში გაიმართა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ტერორისტმა, მოკლულის მოჭრილ თავთან ,,სელფი,, გადაიღო