500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 11:12

500-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის ხეივანში ჩასატარებელი სალიკვიდაციო სამუშაოს გამო, დღეს გაზმომარაგება შეიზღუდება.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ დიღმის ნაწილს; „ტოიოტას“ ცენტრსა და მიმდებარე შენობებს; სოფლებს ძველ ვეძისსა და დიდგორს; საქალაქო სასამართლოს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დაცვის პოლიციის, „ემბავუდისა“ და მიმდებარე შენობებს, სულ 500-მდე აბონენტს.

შპს ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში. კომპანიაში განმარტავენ, რომ მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 11:12

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics