50%- ვაშაძე; 24% – ზურაბიშვილი – მხარდაჭერა მეორე ტურის შემთხვევაში- Edison Research-ის კვლევა

„რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე კვლევა ჩაატარა

კვლევის მონაცემებითმ საქართველოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ 28 ოქტომბერს ვერ გაირკვევა და საჭირო გახდება მეორე ტური.

კვლევის მიხედვით კითხვაზე – იქნება თუ არა მეორე ტური? გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

ამომრჩევლების 44% თვლის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება.

კითხვაზე არა – გამოკითხულთა 24-მა პროცენტმა უპასუხა.

კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ მეორე ტური გაიმართება, რომელი ორი კანდიდატი გავა, შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 40%

გრიგოლ ვაშაძე – 39%

დავით ბაქრაძე – 29%

შალვა ნათელაშვილი 5%

დავით უსუფაშვილი – 5%

ზურაბ ჯაფარიძე – 2%

თუ მეორე ტურში გავლენ გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელს დაუჭერდით მხარს? პასუხები ასე გადანაწილდა.

1. გრიგოლ ვაშაძე 50%

2. სალომე ზურაბიშვილი 24%

3. არ ვიცი / არ ვუპასუხებ 26 %

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 111 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატია“მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიფა ეგენი…მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ… ჭიო” – ახალი ფარული ჩანაწერი