30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

50 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 15 წლის მოზარდზე მოკლულმა კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა

50 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 15 წლის მოზარდზე მოკლულმა კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა.

ამის შესახებ მოზარდის ოჯახის წევრები საუბრობენ, რომლებსაც არასრულწლოვანმა თავადვე შეატყობინა დანაშაულის შესახებ, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.

მათივე ინფორმაციით, კაცი აზერბაიჯანიდან 2 დღის წინ ჩამოვიდა, რუსთავში ბინა იქირავა და გარდაბნის სოფლებში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. სწორედ ერთ-ერთი სოფლის მკვიდრია 15 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახის ინფორმაციით კაცმა ანაზღაურების სანაცვლოდ მშენებლობაზე დახმარება შესთავაზა, ამის შემდეგ კი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა.

“სახლი ორი დღის ნაქირავები ჰქონია იმ კაცს, როგორც კი აიყვანა კარები გადაუკეტავს და დაუწყია ძალადობა. ტანსაცმელს ხდიდა და ეჯაჯგურებოდა. სამზარეულოში ყოფილან, ბავშვს დაუნახავს სამზარეულოს დანა, აუღია და თავდაცვის მიზნით მოუქნევია, მაინც არ ანებებდა თავს, დაჭრილიც კი ცდილობდა ეძალადა სექსუალურად ბავშვზე. პედოფილია, ალბათ, თორემ სხვანაირად როგორ უნდა იძალადო 15 წლის ბიჭზე. პირდაპირ ეუბნებოდა რაც სურდა. ამ კაცს აქ არავინ იცნობდა, 2 დღის ჩამოსული იყო აზერბაიჯანიდან და ამბობდა მშენებელი ვარო” [ტვ პირველი],- ამბობს დაკავებული მოზარდის ერთ-ერთი ოჯახის წევრი.

banner
წინა სტატიაშიუნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
შემდეგი სტატიაიოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე მსჯელობას იწყებს