50 წლამდე ასაკის მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარი სახლის სხვენში ფაროსანასა და სხვა მწერების საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები დაასრულა.
„პაციენტი სასწრაფომ ჩვენთან გადმოიყვანა მძიმე, ტერმინალურ მდგომარეობაში. მაშინვე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, მაგრამ ვერ გადავარჩინეთ, პაციენტს გული გაუჩერდა. ძლიერი ინტოქსიკაციით იყო მოყვანილი” – განაცხადა ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ბავშვის მიმართ სავარაუდო უგულებელყოფის ფაქტს ეხმიანება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – დუისში სპეცოპერაციის დროს ჩემი არც ერთი მოადგილე არ იმყოფებოდა