50 წელს ზემოთ მოქალაქეები, რომლებიც ბუსტერ დოზით აიცრებიან, 100 ლარს მიიღებენ

გადაწყდა, რომ 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის აცრების წახალისების პროგრამა კვლავ გაგრძელდება ერთი თვით, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 50 წელს ზემოთ მოქალაქე, რომელიც ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.

„გარდა ამის, 50 წელს ზემოთ მოქალაქეებს, რომლებიც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, წახალისება გაუკეთდებათ, ოღონდ ამ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

წინა სტატიაშიარასრულწლოვნებზე, შშმ პირებზე პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით – ხოშტარია
შემდეგი სტატიასისტემურ დანაშაულთან “ნაციონალური მოძრაობა” ასოცირდება – ტალიაშვილი შშმ მოზარდზე მოძალადე პოლიციელებზე