“50 საეჭვო ტენდერი და 170 მილიონამდე გაფლანგული ხალხის ფული”

ინდ მეწარმე ბექა ონიაშვილის კომპანიას ახმეტის რაიონში ბოლო წლების განმავლობაში მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული.

არსებობს ეჭვი რომ სახელმწიფო დაკვეთებს ონიაშვილის კომპანიას მხოლოდ იმიტომ აძლევს რომ ის ახმეტის მერის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის ახლო მეგობარია.

50 საეჭვო ტენდერი და 170 მილიონამდე გაფლანგული ხალხის ფული- ესაა მონაცემები რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველო აქვეყნებს.

ორგანიზაციამ კვლევა კახეთის რვავე რაიონში ჩაატარა და რამდენიმე ძირითადი დარღვევა აღმოაჩინა. მთავარი ტენდენცია ის არის რომ ტენდერების უმეტესობას ადგილობრივი ჩინოვნიკები ან ყოფილი თანამდებობის პირები და მათთან დაკავშირებული კომპანიები იგებენ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ სიაშია თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილე ზურაბ სვიმონიშვილი, რომელმაც პოსტიდან წასვლის შემდეგ ორი კომპანია შექმნა და ახლა ტენდერებს წარმატებით იგებს. მისმა ორივე კომპანიამ ბოლო წლებში ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი გამარტივებული გზით მიიღო. სვიმონიშვილი დაგვემალა და მხოლოდ ტელეფონით დაგველაპარაკა.

ანგარიშში თბილსერვის ჯგუფის ყოფილი დირექტორი თორნიკე შიოლაშვილიც მოხვდა, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ, საეჭვოდ გამდიდრდა. ამ ჩვენების მიცემიდან 1 თვეში დაფუძნებულმა მისმა კომპანიამ 72 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო.

ხშირია შემთხვევები როდესაც ტენდერში გამარჯვებულები თანხებს ქართულ ოცნებას სწირავენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ამ კორუფციული ტენდერების ბრალია რომ ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება დაგეგმილი პროექტები კვლავ მოუგვარებელია.

კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ამჯერად მხოლოდ კახეთის მაგალითზე ჩაატარა თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ რომ ანალოგიური სიტუაციაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაშიყარაბაღში კონფლიქტი მწვავდება
შემდეგი სტატიატოქსიკური ბიჟუტერია – საშიში სამკაულები მაღაზიებში