ზუგდიდში, „კანონერი ქურდის“ საფლავზე „რაზბორკები“ მოეწყო

ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე კანონიერი ქურდის, შაქრო კაკაჩიას საფლავზე  ,,მაყურებლები” შეიკრიბნენ და „საქმე გაარჩიეს“. როგორც „თაიმერს“ ადგილობრივი უყვება, „რაზბორკების“ დროს ისმოდა სროლის ხმაც. ამასთან, ე.წ  მაყურებლები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
„ყვიროდნენ, ვიღაც “გააბოზესო.” ავტომატის ჯერის ხმაც იყო. ყველა სოფლის „მაყურებელი“ იქ იყო,“ – ამბობს თვითმხილველი, თუმცა ვერ აკონკრეტებს ე.წ გარჩევა რას შეეხებოდა. „თაიმერი“ შსს-ს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.

banner
წინა სტატიაშიზაზა გაბუნია: მაღალმთიანი რეგიონების კანონში ცვლილები მოიტანს მთის განვითარების ახალ შესაძლებლობებს
შემდეგი სტატიაკორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება, საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა, ზოგიერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვების გამეორება