50-ე ბაგა-ბაღიდან ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს

თბილისის 50-ე ბაგა-ბაღიდან ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს. რამდენიმე კვირის წინ ამავე ბაღიდან და იმავე მიზეზით დირექტორიც გაათავისუფლეს. ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

„მე ამას ვუკავშირებ ბაღის გამგე გაათავისუფლეს ჩვენ მას ღიად მხარი დავუჭირეთ, როგორც მისი გათავისუფლება იყო პოლიტიკური ასევე მოხდა ჩემი და კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება. იყო სიებზე საუბარი, მე დირექტორმა ძალა არ დამატანა არ დამავალდებულა, არ მიმითითა ვისთვის უნდა მიმეცა ხმა, ამის გამო ვფიქრობ ისიც ჩათვალეთ სხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონედ და ასევე ჩვენც“-ამბობს #50-ე ბაგა-ბაღიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამუნა ასანიძე.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატია“ჩემი უფლება წარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს” – სარალიძემ სასამართლო დატოვა