5 წელი და 3 თვე – გურამ დონაძეს პატიმრობა მიესაჯა

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ბრალდებულებს დავით იაშვილს, გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას პატიმრობა მიესაჯათ. ირაკლი ფირცხალავა სხვა საქმესთან დაკავშირებით უკვე პატიმრობაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილის თქმით, სასამართლომ გააანალიზა მტკიცებულებები და მივიდა იმ აზრამდე, რომ ბრალდების მხარემ დაადასტურა ბრალდება.

„განაჩენში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა მტკიცებულება. ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნობილია სსკ-ის 332-ე მუხლით და განესაზღვრა 5 წლისა და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

გურამ დონაძე დამნაშავედაა ცნობილი 332-ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილი – 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ზურაბ მიქაძე – 5 წლით და 3 თვით“, – განაცხადა მოსამართლემ.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე ზაზა ბაქრაძეს პირობითი პატიმრობა განესაზღვრა. ზაზა ბაქრაძემ საქმეზე ბრალი აღიარა.

ბუტა რობაქიძე თბილისში 2004 წლის 23 ნოემბერს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძეს ურჩევს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს
შემდეგი სტატიაია მეტრეველი – დღეიდან სამართლიანობის აღდგენა იწყება