“5 წელი 5 დღე იქნება, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, მოვივლი მთელ ქვეყანას,” – მინდაძის დედა

სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მინდაძის დედამ, ვის შვილსაც დღეს მოსამართლე გალუსტაშვილმა 5 წლიანი პატიმრობა მოისაჯა, მედიისთვის მიცემულ პირველ კომენტარში განაცხადა, რომ ეს 5 წელი მას ვერ შეაშინებს. მისივე თქმით, გალუსტაშვილმა არ იცის, დედა რას ჰქვია.

“გალუსტაშვილმა არ იცის დედა რას ქვია. იმან რა იცის დედა-შვილის სიყვარული. მიუსაჯა. ეგ არაფერი არ არის, არავინ არ ინერვიულოთ, 5 წელი 5 დღე იქნება, ესენი ყველა მალე დასრულდებიან. ამათმა რა იციან ჩემი ცრემლის ფასი, იმიტომ, რომ გულისტკივილი არ იციან. ჩვენ ვართ პატრიოტი ქართველები, რომლებსაც პატრიოტობისთვის გვისჯიან არამცოდნეები და უდიპლომო ხალხი. პრეზიდენტი შეიწყალებსო მეუბნება, პრეზიდენტი სად გვყავს ხალხო? გალუსტაშვილის ნათქვამია ეს. ჩვენ ვართ ყველაზე მაგარი დედები, ჩვენ შვილებს აქვთ ცენი იმედი და ცვენ აუცილებლად გამოვიყვანთ ჩვენს ბიჭებს, საქართველო გაბრწყინდება და წავა წინ. ნურავის ნუ გეშინიათ. რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, მოვივლი მთელ ქვეყანას და არ გავჩერდები და ჩვენს დიდ სახლში რუსთაველზე ვიქნებით ყველა, ერთიანად, ჩახუტებულები. ხო ხედავენ ჩვენს ერთიანობას 8 თვის განმავლობაში, ნათესაური კავშირივით რომ ვართ მთელი მშობლები, ძალა ერთობაშია!” – განაცხადა ნანა წულაიამ.

banner
წინა სტატიაშირა წერია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ
შემდეგი სტატიადონეცკში, მე-8 არმიის შტაბზე შეტევის დროს, უკრაინელებმა სარდლის მოვალეობის შემსრულებელი მოკლეს