5-პუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა – პარტია „კანონი და სამართალი“ ეკონომიკის განვითარების გეგმას საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათს წარუდგენს

როგორც პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პარტიის სტრატეგიული გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კორუფციულ მენტალიტეტთან იდეოლოგიური ბრძოლა და თავად კორუფციულ ფაქტებთან მიმართებით მკაცრი სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის სანქციების გამკაცრება.

პარტიის გენერალური მდივნის, ირაკლი ღლონტის თქმით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციულ მენტალიტეტთან იდეოლოგიური ბრძოლის სტრატეგიის პოლიტიკის ფორმირება, ასევე, ანტიკორუფციული კანონმდებლობის დახვეწას და მის პრაქტიკაში აღსრულებას.

„კანონმდებლობა, თეორიულ დონეზე, ფასადურად დახვეწილია, თუმცა მიზანმიმართულად არ ხდება კანონის აღსრულება და დანაშაულთან ეფექტური ბრძოლა. ჩვენი ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთ პრინციპულ ნაწილს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურორის და საზოგადოებრივი მაუწყებელის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების ოპოზიციისთვის გადაცემა, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და პოლიტიზირებული გადაწყვეტილებების აღკვეთა,“ – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

პარტიის განცხადებით მმართველი ძალის კორუფციული და ნეპოტისტური იდეების აღსრულება მასშტაბურად ვლინდება სახელმწიფო სსიპ-ებში, ააიპ-ებში და შპს-ეებში, რომელთა საქმიანობაზე განზრახ არ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი და ,,საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ კანონის მოთხოვნები.

„უნდა განხორციელდეს იმდაგვარი საკანონმდებლო რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ადმინისტრაციული აქტით დაფუძნებულ ორგანიზაციაში ზემოაღნიშნული კანონების გავრცელებას, ამ ტიპის ორგანიზაციების შექმნის საჭიროების და მიზნების დასაბუთების ვალდებულებას და ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერების მონიტორინგის საკითხს“, – აღნიშნნა პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ცობეხიამ.

,,კანონი და სამართალი’’ მომავალ კვირას საქართველოს პრალამენტს წარუდგენს ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებას.

აქვე, შეგახსენებთ, რომ პარტია ,,კანონი და სამართალი’’ ადგილობრივ და სპეციალურად მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან ერთად ქმნის რეგიონალური განვითარების და ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო გაფიცულ სოციალურ მუშაკებს ხვდება
შემდეგი სტატიაფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხი პირი შესაძლოა, გირაოთი გათავისუფლდნენ