5 ოქტომბერს საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ

5 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ. აღნიშნულის შესახებ იფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს:

„საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის მიზნით 5 ოქტომბერს საქართველოში IRI-ის მოკლევადიანი დამკვირვებლები ჩამოვლენ.

დელეგაციას უხელმძღვანელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი მარკ გრინი, დელეგაციის დანარჩენი წევრები კი არიან საერთაშორისო დელეგატები და ორგანიზაციის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ცნობით, დამკვირვებლები თბილისში ერთი დღით დარჩებიან, არჩევნებში ჩართულ მხარეებს შეხვდებიან და მომდევნო დღეს გაემზგავრებიან რეგიონებში, სადაც 8 ოქტომბერს კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესს დააკვირდებიან.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი დააკვირდება საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას კიევშიც, ორგანიზაციის უკრანისი ოფისის თანამშრომლების მეშვეობით.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში იმყოფება 1 აგვისტოდან და აკვირდება საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას უკვე ორი თვეა. ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებენ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს.

არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გააკეთებს განცხადებას არჩევნების სრული პროცესის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ლარის შემდგომი გაუფასურების რისკი არსებობს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე : “ერთადერთი ვისი მხარდაჭერაც საჯაროდ მინდა გამოვაცხადო, ეს არის ცეზარ ჩოჩელი”