5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.
პროცესი კვლავ ახსნა-განმარტებების მოსმენის ეტაპზეა. 30 ოქტომბრის სხდომაზე სიტყვით „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე გამოვა.
სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას თქმით, ხვალვე მოუსმენენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებსაც.
ამით ახსნა-განმარტებების ეტაპი დასრულდება, რის შემდეგაც სასამართლო პროცესზე ერთკვირიანი შესვენება გამოცხადდება. საქმის განხილვა უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში 9 ნოემბრიდან განახლდება.















