6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.

„ხვალ გავაგრძელებთ ქალბატონი ანა წითლიძის ახსნა-განმარტებით. დღევანდელი სხდომა დახურულად ცხადდება. ხვალ 12:00 საათზე გაგრძელდება სხდომა“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. ამ დრომდე, საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი: საკონსტიტუციო სარჩელის ერთადერთი მტკიცებულება საგამოძიებო კომისიის დასკვნაა, რომელიც მოსარჩელემ თავად შექმნა
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე: ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოიტყუა, თითქოს საგამოძიებო კომისიას მასალები არ გაუგზავნია