საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით არსებითი განხილვა ხვალ, 29 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაგრძელდება.
სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, პროცესი კვლავ ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეებმა „კოალიცია ცვლილებისთვის“ პოზიცია მოისმინეს, ხვალ კი პროცესი ამავე კოალიციის წარმომადგენლის, ნიკა გვარამიას ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.















