5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

5 ოპოზიციური პარტია: ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “დროა“, „ახალი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“, „სტრარეგია აღმაშენებელი“ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას იწყებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

პარტიები მოუწოდებენ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს, მკვლევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

„ვიწყებთ ქიმიური მოწამვლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.

ქართველ ექსპერტებთან ერთად წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT) და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტების ჯგუფმა (IFEG) შეიმუშავეს კითხვარი, რომლის საფუძველზეც დაიწერება დასკვნა.

მოვუწოდებთ პროტესტის მონაწილე მოქალაქეებს გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და მკვლევარებს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვია მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენებამ.

წინამდებარე კითხვარის შევსებით თქვენ გვეხმარებით დავადგინოთ სიმართლე ქიმიური მოწამვლის შესახებ.

მადლობა ნდობისთვის.“, – წერია გაცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირას ამბობს პროკურორი ე.წ. “საბოტაჟის საქმის” სხდომის დახურვის შესახებ
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო გამოცემა Axios-ის მიერ გავრცელებული ცნობა