5 ნაცვლად 20 ლარი – მუნიციპალური ტრანსპორტის ჯარიმა იზრდება

დღეისთვის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში ასეთი ტიპის 21 110 საქმე დაგროვდა, რომელთა აღსრულებისთვის დაახლოებით ერთი მილიონი ლარია საჭირო. ბარამიძის განცხადებით, საქმეების ნახევარი უიმედოა და თანხის ამოღება საერთოდ შეუძლებელია. მისივე ცნობით, აღსასრულებელ საქმეთა ნახევარზე მეტი ეხება პირებს, რომლებიც ან მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობენ, ან რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ასევე მათ შორის არიან პენსიონერები და სტუდენტები

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე 5-ლარიანი ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება – შესაბამისი ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ხორციელდება, რომელიც პარლამენტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სახელით წარედგინა. ამავე ცვლილებებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე მცირდება.
ამასთან, კანონში იწერება, რომ მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
დედაქალაქში ევროსტანდარტების შესატყვისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3-კატეგორიის ახალი ავტობუსების შემოყვანის პროცესის დაწყებას მოჰყვა ახალი სისტემის დანერგვა – მგზავრობის საფასურის ელექტრონული გადახდის საშუალებით გადახა თანდათანობით გამოიღებს იმ შედეგეს, რომ აღმოიფხვრება გაჩერების სამგზავრო ბილეთებით დანაგვიანების პრაქტიკა და შეამცირებს ბილეთის ქაღალდზე გასაწევ ხარჯს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაში2018 წლის ეროვნულ გამოცდებზე ცვლილებები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით ფაროსანას განადგურების მიზნით შეიწამლა 110 ჰექტარი