5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება

თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება. ის შეეხება ხუთ მუნიციპალიტეტს – თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რამეთუ 111 ათასი ჰექტარი მიწა მოწესრიგდება და ამისთვის დაფინანსება უკვე გამოყოფილია. ფაქტობრივად, ჩვენს მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება. იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით სრულად მოაგვარებს ამ საკითხს. ეს იქნება სრულფასოვანი საკადასტრო მონაცემები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლის მეურნეობაში. მოგეხსენებათ, რომ მთავრობას აქვს სამწლიანი გეგმა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიწის სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს“, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, მდინარე რიონში სამაშველო ჯგუფმა მამაკაცის ცხედარი იპოვა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოსთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა