5-მა ქალმა რუსთავში აფთიაქი გაქურდა

5-მა ქალმა რუსთავში „იმპექსის“ ფირმის აფთიაქი გაძარცვა. ამის შესახებ ინფორმაციას inforustavi ავრცელებს. აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ლელა ლეჟავს ინფორმაციით, ქალბატონები აფთიაქში დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდნენ. წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები. ფაქტი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. inforustavi ინფორმაციით, ქალბატონები ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არიან, მათი ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობს.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხობს.

წყარო:  inforustavi.ge

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში სამედიცინო მარიხუანის მოხმარება დაუშვეს
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს უერთდება