5-კაციანი ჯგუფი განაგებს მთლიანად პარლამენტის მენეჯმენტს – ირმა ინაშვილი

„არ გამოვრიცხავ, დავაყენოთ ამ მენეჯმენტის ცვლილების საკითხი პარლამენტში,“ – ეს განაცხადება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გააკეთა.

დეპუტატი პარლამენტში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს და პარალელს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მმართველობასთან ავლებს. ინაშვილის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს 5-კაციანი ჯგუფი მართავს.

„აზრი არ აქვს კანონშემოქმედებით საქმიანობას, არ არის თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიღმა. 5-კაციანი ჯგუფი განაგებს მთლიანად პარლამენტის მენეჯმენტს, ამიტომ ვამბობ, ძალიან დაემსგავსა მოსამართლეთა საბჭოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტის მენეჯმენტი, ძალიან დაემსგავსა. შესაბამისად, ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ, დავაყენოთ ამ მენეჯმენტის ცვლილების საკითხი პარლამენტში,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირაც გინდა გააკეთო ამ ქვეყანაში, მაგინებელი არ მოგაკლდება…უნდა მიაფურთხო ამათ ყველას…
შემდეგი სტატიამმართველი პარტიიდან ყველა დუმს – მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს