5 ივლისზე საგამოძიებო კომისია იმიტომ ვერ შეიქმნა, რომ ოპოზიციის შიგნით არ ეყო ხმები, 5 ივლისზე როცა საუბრობენ, თავისი წილი პასუხისმგებლობაც გაითვალისწინონ – იოსელიანი

5 ივლისზე საგამოძიებო კომისია იმიტომ ვერ შეიქმნა, რომ ოპოზიციის შიგნით არ ეყო ხმები, 5 ივლისზე როცა საუბრობენ, თავისი წილი პასუხისმგებლობაც გაითვალისწინონ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

იოსელიანის თქმით, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებზე გამოძიება განსხვავებული სტანდარტი უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

„მეტად ეფექტური უნდა ყოფილიყო გამოძიება; მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს უნდა აეღოთ პასუხისმგებლობა თუნდაც საგამოძიებო კომისიის შექმნის თვალსაზრისით. როდესაც ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დააინიცირა ეს საკითხი ერთი წლის წინ, საკითხი იმიტომ ვერ გავიდა, რომ ოპოზიციის შიგნით არ ეყო ხმები, რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ამაში მონაწილეობა არ მიიღო. ამიტომ, როცა 5 ივლისზე საუბრობენ, მათი წილი პასუხისმგებლობაც გაითვალისწინონ, რადგან აქვთ პასუხისმგებლობა ამ პროცესზე და არშექმნილ საგამოძიებო კომისიაზე“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილის განცხადება არის კრებითი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება და იმეორებს სულისკვეთებას, როდესაც აბულინგებდნენ სხვადასხვა პარტიას – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიამ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა