5 ივლისს სასტიკად ნაცემი “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა

5 ივლისს სასტიკად ნაცემი “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა მსოფლიოში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აგვისტოს სიის ათეულში მოხვდა – ამის შესახებ გამოცემა “დოიჩე ველე” წერს.

კოალიცია “ერთიანი თავისუფალი პრესისთვის” ყოველთვიურად ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე. აგვისტოს სიაში მოხვდა ბოლოდროინდელი შემთხვევები, როცა ფოტოგრაფები, ვიდეოჟურნალისტები და რეჟისორები სამიზნეები მათი საქმიანობის გამო გახდნენ.

“დოიჩე ველეს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ლექსო ლაშქარავაზე წერია, რომ ”ტვ პირველის” ოპერატორი თბილისში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ლგბტ თემის წინააღმდეგ გამართული აქციაზე მუშაობის პროცესში ტვინის შერყევა მიიღო და სახის ძვლები ჩაუმსხვრიეს, ამის შემდეგ მას ოპერაცია დასჭირდა. პოლიციამ მისი სიკვდილის ფაქტზე საქმე აღძრა.

სტატიაში, ასევე საუბარია, ჟურნალისტების ცემისა და თავდასხმაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიბია, ეგვიპტე, თურქეთი, ირანი, ავღანეთი და სხვა.

 

banner
წინა სტატიაშიპროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ კახეთში ლიტერატურით და კინოხელოვნებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ორკვირიან სწავლებას იწყებს
შემდეგი სტატია„თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს დედაქალაქის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს