5 ივლისის აქცია- “სირცხვილიას” წევრები საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს. ზუკა ბერძენიშვილი ადვოკატთან ერთად, პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება, სადაც ის 5 ივლისის ძალადობისა და ოფისის დარბევის საქმეზე, გამომძიებლის კითხვებს პასუხობს.

მოძრაობის წევრები, ძალადობრივი სპეცოპერაციის ორგანიზატორების, კონსტანტინე მორგოშიას და ზურა მახარძის დაკავებას მოითხოვენ, რადგან ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ მოძალადე ჯგუფებს, “სირცხვილიას” ოფისის დარბევისკენ სწორედ ისინი მოუწოდებდნენ.

მანამდე კი, მთელი დღის განმავლობაში, პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს 5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების გამოკითხვა მიმდინარეობდა. ისინი ამბობენ, რომ მომხდარი ძალადობის გამო მხოლოდ 26 ადამიანის დაკავება საკმარისი არაა, რადგან სისხლიან ანგარიშსწორებაში გაცილებით მეტი მოძალადე მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაში“„ქართული ოცნების“ ნებისმიერ კანდიდატს, ოპოზიციასთან შედარებით, მოგების სამჯერ მეტი შანსი აქვს”
შემდეგი სტატია(ვიდეო) ჟურნალისტების შეკითხვებით გაღიზიანებულმა გია ვოლსკიმ ლექსო ლაშქარავას ფოტო დახია