25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

5 ივლისი გაორმაგების დღეა –  მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ

5 ივლისი გაორმაგების დღეა. საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS წელს დაბადების დღესაც განსაკუთრებული შეთავაზებებით აღნიშნავს. ამ დღეს მომხმარებლები პარტნიორ ობიექტებში PLUS ქულებით გადახდისას ორმაგ სარგებელს მიიღებენ და 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

წელს PLUS-ის დაბადების დღის კამპანია ორჯერ უფრო მასშტაბურია და უკვე 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს. მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიების პარტნიორ ობიექტებში.

გაფართოებულ პარტნიორთა ქსელს წელს პირველად შეუერთდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა: თეგეტა, Gasa Travel, იმპექსი და სხვა. სიახლეა ისიც, რომ პირველად PLUS-ის დაბადების დღის შეთავაზება ფიტნეს ობიექტებზეც ვრცელდება, მათ შორის World Class-ში, Snap Fitness-ში, 12 Rounds-ში, TSRE-სა და Sakamete Fitness-ში.

პარტნიორი ობიექტების სრული ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ინფორმაციისთვის, გაორმაგებული PLUS ქულებით სარგებლობა მხოლოდ 5 ივლისს იქნება შესაძლებელი.

 

banner
წინა სტატიაში19 ახალი საფეხბურთო სტადიონიდან ნაწილი სამეგრელოში აშენდება: ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა
შემდეგი სტატიადუშეთში ძაღლის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა