“5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი – ამ პერიოდში შს მინისტრის მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია”

5 ივლისამდე მცირე დროა დარჩენილი – ამ პერიოდში შს მინისტრის მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია – აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და ამბობს, რომ თუ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” მოთხოვნას, სურვილი იქნება, კომიტეტზე მინისტრს 5 ივლისის შემდეგ მოუსმენენ.

„საფუძველი და სურვილი რასთან დაკავშირებითაც იყო, სამწუხაროდ, ცოტა გვიან დაზუსტდა, გაუმართავი წერილით მოგვმართა ფრაქციამ, შემდეგ ეს გამართეს და ხარვეზი შეივსო, თუმცა, 5 რიცხვამდე თვითონ პერიოდი იყო ცოტა პრობლემური. რეგლამენტით არის განსაზღვრული გარკვეული პროცედურები, რომელსაც დაცვა სჭირდება. ძალიან მცირე დროა დარჩენილი 5 ივლისამდე, თუ მათი სურვილი შს მინისტრის მხოლოდ 5 ივლისამდე მოწვევა გახლავთ, ეს მართლაც ძალიან რთულია, ამ პერიოდში მოწვევა და დაბარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ 5- ის მერე მათი სურვილი კვლავაც იარსებებს, ამასთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა, კონსულტაცია და ეს კომიტეტის სხდომა აუცილებლად შედგება“, – ამბობს სარჯველაძე.

banner
წინა სტატიაში“კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა ქალს ვუცხადებ სოლიდარობას”
შემდეგი სტატია“რიტორიკას, რომელსაც მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი, მხარი აუბა გიორგი გახარიამ”