5 დღის წინ კვადროციკლით მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის ბიჭის მდგომარეობა კლინიკაში ისევ მძიმეა.
როგორც ბავშვის დედა, ხატია დუდაური ამბობს, ის ხელოვნურ კომაში იმყოფება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა:
“ხელოვნურ კომაშია, თავის ქალისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს, დაზიანებულია თვალის ბუდეც, რის გამოც შესაძლოა შემდგომი მკურნალობა და რეაბილიტაცია საზღვარგარეთ გახდეს საჭირო”
4 ივნისს თელავში კვადროციკლით ავარიის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 8 წლის ბიჭი და მისი თანატოლი გოგო კვადროციკლით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და კედელს დაეჯახნენ. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ბიჭმა თავისა და ყბა-სახის მძიმე დაზიანება მიიღო. მეორე დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა
















