5 დღე ვეხვეწებოდით კლინიკაში გადაყვანას: თეკლა თორდიას დედა
სხვა სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკა თორდიას მშობლები ამბობენ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დიაბეტიანი პაციენტი საავადმყოფოს ნაცვლად კოვიდსასტუმროში მოხვდა ადგილების არარსებობა იყო.
“ერთმანეთთან გვამისამართებდა ჯანდაცვა და 112, არ გვაქვს ადგილებიო, სასწრაფოც არ მოდიოდა, მოვიდა და გადაყვანის პრობლემა შეიქმნა. აი ტელეფონი და თქვენ დარეკეთო, იქნებ ვინმე გყავდეთ ნაცნობი სამინისტროში ან სადმე, რომ ადგილი გამოგიძებნონ და გადაგიყვანოთო… მარშუტკა მოვიდა ჩვეულებრივი, საუნივერსიტეტო კლინიკაში წაიყვანეს, კატე სჭირდებოდა, იქ არ ვიცი ლიდინი მოუწია თუ რა, ამბობდა, რომ ძალიან მცივა, ხელები სულ ლურჯი მაქვსო, როგორ ჩამოვალ აქედანო… არ მოხდა მართვა, არ მოხდა დროული ჰოსპიტალიზაცია, 5 დღის მანძილზე ვიხვეწებოდით, რომ გადაეყვანათ ჰოსპიტალში”, – ამბობს ირმა ხელაშვილი, გარდაცვლილის დედა.