“5 ლარი რომ იყოს, 6 ენდომებათ. ეს ჩვეულებრივი მომენტია”

“5 ლარი რომ იყოს, 6 ენდომებათ. ეს ჩვეულებრივი მომენტია”, – ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, გადაცემა არჩევანში საუბრისას გააკეთა.

მინისტრი ამბობს, რომ რთველი აქტიურ ფაზაში არ შესულა და შესაძლოა, ყურძნის ფასი 1 ლარი ან მეტი იყოს.

“რა გარანტია გვაქვს, რომ ერთი ლარი არ იქნება? რთველი არ დაწყებულა. გაზრდილია მოსავალი. ყველა ეს ღონისძიება, რასაც ვატარებთ, გლეხების ინტერესებიდან გამომდინარეობს და არა ფულის შოვნის ინტერესიდან. შემოსულია სისტემები, რომელიც ამ დარგს ხმარდება, მათ შორის, სეტყვის საწინააღმდეგო სიტემა და ბევრი სხვა დანარჩენი. სახელმწიფომ პოლიტიკა უნდა განსაზღვროს და ვიღაცეებს თევზის ჭამა ან ჭერა არ უნდა ასწავლოს. არ შეიძლება, მავნე პრაქტიკის გაგრძელება. რესურსი არ არსებობს და რატომ არ გვესმის? ისეთი რესურსი გამოვყავით, რაც არ იგეგმებოდა. ამის ანგარიშის გაწევა არ უნდათ. 3 ლარიც ღირდა. 5 რომ იყოს, 6 მოუნდებათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენ შარშან დავაანონსეთ, რომ ჩვენ სუბსიდირებას, უკიდურესი მდგომარეობის გარდა, არ ვაპირებდით, მაგრამ ის 1 პროცენტი გამოდგა და მოგვიწია. ნაადრევია ცრუ განგაში, საანამ რთველი აქტიურ ფაზაში არ შევა,” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს რჩევას აძლევს
შემდეგი სტატიაგიორგი ღვინიაშვილი მასზე თავდასხმის ფაქტში ღარიბაშვილს ადანაშაულებს