490 პაციენტს, ვისთვისაც C ჰეპატიტზე მკურნალობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ოქტომბრიდან განკურნების ახალ შესაძლებლობას მივცემთ

C ჰეპატიტის პროგრამით განკურნების მაჩვენებელი 98.2 პროცენტს შეადგენს, მკურნალობა წარუმატებელი ამ პერიოდის განმვალობაში 490 პაციენტისთვის აღმოჩნდა, – ამის შესახებ საკითხის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი კატეგორიის პაციენტებს ოქტომბრიდან მკურნალობის ახალი შესაძლებლობა მიეცემათ.

„100 პროცენტიანი არც ერთი მედიკამენტი არ მოქმედებს. ამ პაციენტებზე, ზუსტად გუშინ მქონდა ჩვენს პარტნიორებთან ტელეკონფერენცია, რომელსაც ახალ შესაძლებლობას მივცემთ, ამ 490 ადამიანსაც მივცემთ განკურნების საშუალებას უკვე ოქტომბრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად ბევრი პაციენტი იკავებს თავს მკურნალობაში ჩართვისგან იმის გამო, რომ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, სერგეენკოს თქმით, თუ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა პირველ წელს მაღალი იყო, ახლა მნიშვნელოვნად იკლებს.

„ვერ ვიტყვი, რომ ახლა განულებულია, მაგრამ დაახლოებით შემიძლია გითხრათ, რომ შეიძლება 100 000 ადამიანიდან, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, რამდენიმე ათეულმა შეიკავოს თავი ამის გამო“, – განაცხადა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – გადასახადებს სჭირდება გადახდა და მედიას სჭირდება თავისუფლება
შემდეგი სტატიასაქართველოში შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ რეგიონული ქარხანა აშენდება