49% მიიჩნევს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მათ ქალაქში/სოფელში იგივე დარჩა

NDI-ის კვლევის თანახმად,გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ 2014 წლის ივნისის შემდეგ საცხოვრებელი პირობები მათ ქალაქში/სოფელში იგივე დარჩა.

გამოკითხულთა 21% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, ხოლო 28% ფიქრობს, რომ გაუარესდა.

გამოკითხულთა 48% ფიქრობს, რომ დედაქალაქში საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, 33%-ისთვის გაუარესდა, ხოლო 16% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა.

დიდი ქალაქებში 56% ფიქრობს, რომ საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა, 14% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, 29% კი აცხადებს, რომ გაუარესდა.

პატარა ქალაქებში მცხოვრებთ გამოკითხულთაგან 25% ფიქრობს, რომ მისი საცხოვრებელი პირობები იგივე გაუარესდა, 17% მიიჩნევს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო გამოკითხულთა 56%-ისთვის იგივე დარჩა.

სოფელში გამოკითხულთა 46% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, 26% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 27% აცხადებს, რომ გაუარესდა.

უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა 46% აცხადებს, რომ მათი საცხოვრებელი პირობები იგივე დარჩა, 32% ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა, ხოლო 19% მიიჩნევს, რომ გაუარესდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), და პირისპირ ინტერვიუს სახით 2,261 რესპოდენტი გამოიკითხა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის საქმიანობას კარგად მხოლოდ 9% აფასებს – NDI
შემდეგი სტატიათვითმმართველობების გაუქმება გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მიუღებელია