სახელმწიფო უნივერსიტეტს სახელს უცვლიან?

თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტს ახალი გერბი აქვს, სადაც ახალი სახელწოდება “ტფილისი” ფიგურირებს.

ახალი გერბი უკვე მოქმედია და ბოლო დღეების განმავლობაში უნივერსიტეტის ვებგვერდზეც სწორედ ეს გერბი იყო განთავსებული.

თუმცა, ახალ გერბს უნივერსიტეტშიც და უნივერსიტეტის გარეთაც საკამოდ კრიტიკულად შეხვდნენ.

“პროტესტს იწვევს სახელწოდება “ტფილისი”, რადგან ეს ასოცირდება რუსეთის იმპერიის მმართველობასთან და არ მესმის, ვისთვის რა სარგებლის მომტანია ახლა ამ სახელის დარქმევა, მეცნიერულად დასაბუთებელიც რომ იყოს?” – ამბობს  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მარიამ გერსამია.

მისი თქმით, გერბი ისე დამტკიცდა, რომ საზოგადოებრივი განხილვა არ მომხდარა და არ გაუთვალისწინებიათ, საზოგადოებას რა დამოკიდებულება ექნებოდა.

როგორც მარიამ გერსამია ამბობს, იდეის ავტორებმა არგუმენტად ის დაასახელეს, რომ უნივერსიტეტის დაარსებისას თბილისს “ტფილისი” ერქვა დ ახლაც ასე უნდა იყოს მოხსენიებული. თუმცა, მისი თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის, რომ ამ პერიოდში, როდესაც დედაქალაქს “ტფილისი” ეწოდებოდა, ასოცირდება რუსეთის ბატონობასთან საქართევლოში დ ახლა ამ სახელის დაბრუნება “აკნინებს ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც და უნივერსიტეტსაც”.

აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს სოციალურ ქსელებში უკვე მოჰყვა პროტესტი და საზოგადოების უდიდესი ნაწილი ახალი გერბის წინააღმდეგია.

დღეს კი უნივერსიტეტის ვებგვერდიდან უკვე აღებულია. თუმცა, საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჯერჯერობით უცნობია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი თამაზ ავდალიანის ოჯახს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ეროვნული გვარდიის შეტევების შედეგად 30 მებრძოლი დაიღუპა