7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, პარტია “გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადებას გულისხმობდა, არ დააკმაყოფილა.

როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, განჩინება საბოლოოა.

ცნობისთვის, არსებითი სხდომის გადადების შუამდგომლობა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ დააყენა. როგორც მან აღნიშნა, მათ შემთხვევაში დაცული არ არის შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს პროცედურული სამართლიანობის წესს. ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადადებულიყო, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.

banner
წინა სტატიაშისაპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, ნანა სანდერი საპატიმროს დატოვებს- ადვოკატი
შემდეგი სტატიაპარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის არგადადების გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარის უკმაყოფილება მოჰყვა