4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში „კომენდანტის საათი“ დააწესა

საფრანგეთის ხელისუფლებამ პარიზისა და სხვა ქალაქების ნაწილში კომენდანტის საათი დააწესა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

საფრანგეთის ხელისუფლებამ დემონსტრაციებისა და შეტაკებების ფონზე პარიზის რამდენიმე ქუჩასა და რესპუბლიკის მოედანზე კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

შეზღუდვა ადამიანების სამ კატეგორიაზე გავრცელდება: თანმხლები პირების გარეშე მყოფ არასრულწლოვნებზე, დაცვის საშუალებებით აღჭურვილ ადამიანებსა და პირებზე, რომლებიც სახეებს ფარავენ.

საფრანგეთის დედაქალაქის ნაწილში 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დემონსტრაციები აიკრძალა.

ასევე, კომენდანტის საათი ქალაქ ლილში მომდევნო ორი დღის განმავლობაში იმოქმედებს. კომენდანტის საათი გამოცხადდა ქალაქ ლიონის ცენტრალურ ნაწილშიც.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: „ოცნებას“ საკუთარი, ხელდასმული ოპოზიცია სჭირდება
შემდეგი სტატიაუკრაინულმა თავდაცვის მწარმოებელმა კომპანია Ptashka Drones-მა თავისი ოპტიკურ-ბოჭკოვანი დრონების მთელი ხაზი მიკროფონებით აღჭურვა