№166 საჯარო სკოლის მშენებლობა დემონტაჟის დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ 3 წელი დასჭირდება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემა “ღია ეთერში საუბრისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სკოლის მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.
„მშენებლობის ხარისხზე პასუხისმგებლობას პირადად ავიღებ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, ყველა სკოლა აშენდეს მაღალი სტანდარტით და უსაფრთხოების სრული დაცვით,“ – განაცხადა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის ინფორმაციით, სკოლის მშენებლობას სავარაუდოდ სამი წელი დასჭირდება, თუმცა სამინისტრო პროცესის მაქსიმალურად დაჩქარებაზე მუშაობს.















