13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

კახეთში გზების რეაბილიტაციისთვის 96 516 528 მილიონი ლარის ღირებულების ორი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

კახეთში გზების რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 96 516 528 მილიონი ლარის ღირებულების ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ცნობილია, რომ ტენდერები ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა: ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის კმ1-კმ26 მონაკვეთზე დაგეგმილია 26.5 კმ სიგრძის გზის სრული რეაბილიტაცია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 69 188 499 ლარია.

რაც შეეხება თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის გზას, რეაბილიტაცია კმ32-კმ43 მონაკვეთზე, ჯამში 12 კმ სიგრძის გზაზე, განხორციელდება. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 27 328 029 ლარია.

banner
წინა სტატიაშიფინეთი უკრაინას 290 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპამ კიდევ ერთხელ რუსეთის უგუნური და სახიფათო ქმედებების ფონზე გაიღვიძა