15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

დიმიტრი პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

ვლადიმერ პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანება კიევში 6 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტს უკავშირდება და შუაღამიდან ამოქმედდება.

„ნამდვილად, მსგავსი ინფორმაცია უკრაინული მხარისგან იქნა მიღებული. რუსეთის პრეზიდენტმა, უმაღლესმა მთავარსარდალმა პუტინმა დღევანდელი შუაღამიდან, სამი დღის განმავლობაში, კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა. ეს კიევში ამერიკელების კონტაქტებს უკავშირდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

banner
წინა სტატიაშილაზარე ჯორბენაძე თორნიკე რიჟვაძის დეიდაშვილია, საეჭვოდ დაემთხვა თვითმკვლელობების საკითხი – გიორგი ლილუაშვილი
შემდეგი სტატიაე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ Investment Group-ის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო