14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება

პროფესიულ სასწავლებლებში რეგისტრაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა იმ აბიტურიენტებსაც შეუძლიათ, რომლებიც ეროვნული გამოცდების შედეგებით უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ, ასევე ვერ მოხვდნენ პროფესიულ სასწავლებლებში, რადგან არ ჰქონდათ არჩეული შესაბამისი პროფესიული პროგრამა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი” წერს.

მათივე ცნობით, მეხუთე დონის პროფესიული პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირების გავლა იქნება საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის დაწესებულებებს შიდა შერჩევა ექნებათ.

„წელს იყო გამონაკლისი და ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ერთი საგნით მოხვედრილიყო ადამიანი პროფესიულ პროგრამაზე. იმ შემთხვევაში თუ [აბიტურიენტს] გადალახული ჰქონდა ბარიერი, მაგრამ მაინც არ აირჩია პროფესიული პროგრამა და დარჩა პროფესიული განათლების მიღმა, ჩვენ 21 სექტემბრიდან დავიწყებთ რეგისტრაციას ჩვეულებრივი, სტანდარტული მიდგომით, რომელიც პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესის შესაბამისად ხორციელდება. მეხუთე დონის პროგრამებისთვის NAEC-ის ტესტირებაა საჭირო, ხოლო მესამე და მეოთხე დონის პროგრამებისთვის არის დაწესებულებების შიდა შერჩევა. ანუ ამ ადამიანებს შეუძლიათ, რომ 21 სექტემბრიდან იყვნენ ყურადღებით VET.GE-ზე გამოცხადება რეგისტრაცია, შეეძლებათ აირჩიონ პროგრამა და დარეგისტრირდნენ“,- განაცხადეს სამინისტროში.

ცნობისთვის, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3141-მა აბიტურიენტმა. მათგან 1322 სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო 1819 კერძო პროფესიულ სასწავლებელში.

banner
წინა სტატიაში„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაშა ბუღაძის წიგნის შეგზავნაზე უარს გამოხატვის თავისუფლების დარღვევად და ცენზურად აფასებს
შემდეგი სტატიასოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა