14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ბათუმში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

ბათუმის ძველ ბულვარში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მეორეს მინის ნამსხვრევებით ჭრილობა მიაყენა, მეორემ კი საპასუხოდ დანა გამოიყენა.

ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებული, სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე პირები მხილებული არიან. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია თეთრი სახლის ანგარიშს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგვარამია: საზოგადოება სექტემბერ-ოქტომბერში რუსეთთან ღიად დაახლოებისა და ევროკავშირისგან ღიად დისტანცირების „ღალატის სერიის“ მომსწრე გახდება