25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

უბედურ შემთხვევას გურჯაანში 60 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა.

ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მამაკაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.

თვითმხილველების თქმით, ბეტონის საფარი ამორტიზებული იყო, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა.მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მიმართავენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: ვიწყებთ სამართლებრივ ბრძოლას ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად
შემდეგი სტატიათელავის მუნიციპალიტეტისათვის, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 500 000 ლარი გამოიყო