რუსეთმა უკრაინასთან ომში ბოლო 24 საათში 1370 სამხედრო დაკარგა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დადასტურებული ინფორმაციით, რუსეთის ბოლო 24 საათის დანაკარგებს შორისაა: 1835 ოპერატიულ-ტაქტიკური დრონი; 522 საავტომობილო ტექნიკა და საწვავმზიდი; 62 საარტილერიო სისტემა.
გენ. შტაბის ცნობით რუსეთის ცოცხალი ძალის დადასტურებული დანაკარგი, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე 1465810 სამხედროს შეადგენს.


















