16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

14 აგვისტოს გვიან საღამოდან 15 აგვისტოს დილამდე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობის ნალექი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობებით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). დეტალური ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://alert.nea.gov.ge”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისტიქიამ თბილისში პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიატრამპი: მალე, ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოვაცხადებ