25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

უკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების შორ მანძილზე მოქმედ რაკეტას, კასეტურ საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

აშშ-ის კონგრესის ჩანაწერების მიხედვით, უკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების 70 ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტას, 12 M270 სარაკეტო სისტემას, 2 000-ზე მეტ კასეტურ საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს.

გადაცემის პროცესი, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს დაიწყება. პაკეტის თავდაპირველი ღირებულება დაახლოებით 280 მილიონი დოლარია.

ATACMS-ის M39 ტიპის რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 165 კილომეტრია. იარაღის გადაცემას თურქული და ამერიკული კერძო კომპანიები უზრუნველყოფენ.

თურქეთის მიერ უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიყიდვა რეექსპორტის პროცედურის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. უკრაინული გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, გარიგება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის დადასტურებული და კონგრესს მის დაბლოკვაზე გადაწყვეტილების მისაღებად ორი კვირა აქვს. თუ ამ პერიოდში ერთობლივი რეზოლუცია არ მიიღება, იარაღის რეექსპორტი ავტომატურად იქნება დაშვებული.

banner
წინა სტატიაშილილო-მარტყოფის გზაზე ხანძარი იყო
შემდეგი სტატიარუსეთი: უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანა