32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

თბილისსა და რეგიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია.

უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება.

“სახელმწიფო ელექტროსისტემის” ცნობით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, “ენგურჰესზე” მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

შეგახსენებთ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის მესამე შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო ელექტროსისტემა” „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას- სემეკ-ის წევრი
შემდეგი სტატიატატა ხვედელიანი: 11 დღეში მესამედ ბნელდება მთელი ქვეყანა და დღემდე პირველი ჩაბნელების მიზეზიც არ ვიცით