28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმის შედეგად სანქცირებული რუსული კონტეინერმზიდი ჩაიძირა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გასულ ღამეს უკრაინამ შავ და აზოვის ზღვებში წარმატებული იერიშები მიიტანა.

„დარტყმა განხორციელდა სანქცირებულ რუსულ კონტეინერმზიდ Yanina-ზე, რომლის ტევადობაც 100000 ტონაზე მეტია. ჩვენი თავდაცვის ძალების სიზუსტის წყალობით, იგი ფსკერზე გაიგზავნა“, – წერს ზელენსკი X-ზე.

ასევე, მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა ბაშკირეთის რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს.

„ასევე, დარტყმა განხორციელდა ბაშკირეთში მდებარე სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. სამიზნეები საზღვრიდან 1600 კილომეტრშია. ეს ქარხნები ყოველწლიურად მილიონობით ტონა ნავთობს ამუშავებენ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიგონიოში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიასაქართველოს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ექიმს, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს მიმართავენ