46 წლის ვლადიმირ კლიჩკომ რინგზე დაბრუნების სურვილი გამოთქვა

ვიტალი კლიჩკო

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ვლადიმირ კლიჩკომ არ გამორიცხა კარიერის განახლება. მას ეს სურვილი გასულ უქმეებზე გამართული ტაისონ ფიურისა და დილიან უაიტის ბრძოლის ხილვის შემდეგ გაუჩნდა.

„რინგზე დაბრუნება? ჯერ არ მინდა დაპირების გაცემა, მაგრამ ვინ იცის. ფორმანის რეკორდის გაუმჯობესება კარგი მოტივაციაა იმისთვის, რომ ყოველდღე ვივარჯიშო. ყველას აქვს საკუთარი მოტივაცია“ – განაცხადა კლიჩკომ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში.

უკრაინელმა, რომელიც დღეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვის, დაამატა, რომ რუსების წინააღმდეგ ომის დასრულებამდე რინგზე დაბრუნებას არც კი განიხილავს.

ამერიკელი მოკრივე ჯორჯ ფორმენი მსოფლიოს ჩემპიონი 45 წლის, ცხრა თვისა და 26 დღის ასაკში გახდა. 1994 წელს, მან ნოკაუტით მოუგო თავის თანამემამულე მაიკლ მურერს, რომელიც WBA-სა და IBF-ის ტიტულებს ფლობდა.

ვლადიმირ კლიჩკომ თავისი ბოლო ორთაბრძოლა 2017 წლის 29 აპრილს ჩაატარა, როცა ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა ბრიტანელ ენტონი ჯოშუასთან. იმავე წლის 3 აგვისტოს უკრაინელმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში, ბელგოროდის ოლქში საბძოლო მასალების საცავი იწვის
შემდეგი სტატიაუკრაინის თავდაცვის სამინისტრო – ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1 300-ზე მეტი რაკეტა გამოიყენა