33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

პროკურატურამ ნარკოდანაშაულზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და ალფა-პვპ. ასევე, ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, მათ შორის არაერთგზის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, ,,ე“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის ჩადენილი ნასამართლევი პირის მიერ და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – აღნიშნავს პროკურატურა პრესრელიზში.

banner
წინა სტატიაშიბრალი წარედგინა პირს, რომელმაც გელა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებულის ოჯახისგან, გათავისუფლების დაპირების სანაცვლოდ, 11 300 ლარი აიღო
შემდეგი სტატიაგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა